Accessibility links

logo-print

ტყიბულის მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა


ტყიბულის ქვანახშირის მაღარო

ტყიბულის ქვანახშირის მაღარო

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა - 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი.

“ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ცნობით აფეთქების ხმა დილის 5 საათზე გაისმა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მაშველები ტყიბულში ქუთაისიდან და თბილისიდან ჩავიდნენ. აფეთქება სავარაუდოდ მაღაროში მეთანის გაზის გაჟონვამ გამოიწვია. იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრაგედიის საბოლოო მიზეზს გამოძიება დაადგენს.

აფეთქების შედეგად დაშავდა ბესო ზოსიაშვილი. დაშავებული ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრშია გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ იმერეთის გუბერნატორი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG