Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი კალაშოვისთვის 12-წლიან პატიმრობას და 32 მილიონი ევროთი დაჯარიმებას მოითხოვს


საქართველოში კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული შაქრო კალაშოვი ესპანეთის სასამართლომ 300 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ეს ინფორმაცია დღეს ესპანეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. კალაშოვს, რომელიც 2006 წელს დააპატიმრეს, ესპანეთის პროკურატურა კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და იარაღის და ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებს. გირაოთი გათავისუფლების შემდეგ კალაშოვს ესპანეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალა და ვალდებულია კვირაში ორჯერ პოლიციაში გამოცხადდეს. მისი სასამართლო პროცესი, რომელიც შარშან შემოდგომაზე დაიწყო, უახლოეს ხანში უნდა დასრულდეს. ესპანეთის პროკურატურა კალაშოვისთვის 12-წლიან პატიმრობას და 32 მილიონი ევროთი დაჯარიმებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG