Accessibility links

logo-print

ჩურკინი: ანტი ტურუნენი არ არის საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი


გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ფინელი დიპლომატი ანტი ტურუნენი გაეროს მხოლოდ ჟენევის დიკუსიებისას წარმოადგენს. იგი არ არის საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და პოლიტიკური მანდატი არ აქვს. საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე ანტი ტურუნენმა 1 მარტს შეცვალა. ვიტალი ჩურკინმა გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იოჰან ვერბეკე ჟენევის დისკუსიებში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს მისიის დაბლოკვამდე ჩაერთო. ჩურკინის თქმით, მას შემდეგ, რაც გაეროს მეთვალყურეებმა საქართველო დატოვეს, უშიშროების საბჭოს მანდატით აღჭურვილი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი როგორც ფაქტიურად, ისე იურიდიულად აღარ არსებობს.
XS
SM
MD
LG