Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი: კოსოვოს აღიარება სხვა გაყინულ კონფლიქტებზე უარყოფითად აისახება


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კოსოვოს აღიარების ორგანიზატორები, პირველ ყოვლისა გაერო, მსგავს საკითხებზე მსჯელობას საერთაშორისო დონეზე უნდა დაუბრუნდნენ და საერთო წესები ერთხელ და სამუდამოდ დაადგინონ. ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში ვიქტორ იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს აღიარებისას სერბიისადმი ორმაგი სტანდარტის გამოყენებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს სხვა გაყინულ კონფლიქტებზე უარყოფითად აისახებოდა. ”სწორედ ასე მოხდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. იანუკოვიჩმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისი პრეზიდენტობისას უკრაინის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
XS
SM
MD
LG