Accessibility links

4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა


4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო. გამთენიისას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. დღეს ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ განუცხადა, რომ ტრაგედიის საბოლოო მიზეზს გამოძიება დაადგენს.
XS
SM
MD
LG