Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე: „რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ყველა ქართველისთვის უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“


„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი მართლაც „მნიშვნელოვანი და საინტერესო“ იქნება. ბურჯანაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ სატელეფონო საუბარში უარი თქვა დაეკონკრეტებინა, ვისთან აპირებს შეხვედრას მოსკოვში. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ის აპირებს საუბარს იმ „ჩიხზე“, რომელშიც შესულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ბურჯანაძეს აუცილებლად მიაჩნია ამ ჩიხიდან გამოსვლა. როგორც მან აღნიშნა, „რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ყველა ქართველისთვის და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ამ რეალობების გათვალისწინება აუცილებელია იმისათვის, რომ შემდგომში ნორმალიზება მოხდეს ურთიერთობის“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც მოსკოვში ჩასვლამდე, მიუნხენში ტელეფონით დაუკავშირდა რადიო „თავისუფლება“.
XS
SM
MD
LG