Accessibility links

აშშ და ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევენ ირანის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს


შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შესაძლოა, იყოს ერთადერთი ზომა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის ბოლო ქმედებების საპასუხოდ. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეფასებით, ირანმა დაარღვია გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წინაშე ვალდებულებები, როცა შეუდგა ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებას, ვიდრე გაეროს ატომური სააგენტოს ექსპერტები შეძლებდნენ ამ პროცესის მეთვალყურეობის დაწყებას. გაეროს ატომურ საგენტოში შეერთებული შტატების წარმომადგენლის, გლინ დევისის განცხადებით, თეირანის წინააღმდეგ „მორიგი, უფრო მკვეთრი სანქციების“ გარდა გამოსავალი არ არის. დევისმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე. საქმე ეხება ყოველწლიურ სამდღიან შეკრებას, რომელიც ვენაში იმართება. ევროკავშირის სახელით გამოსვლისას, ესპანეთიც გამოვიდა ირანის ქმედებაზე „უფრო მკაფიო რეაქციისაკენ“ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG