Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანკუვერში რუსი ოლიმპიელების წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ ტიაგაჩოვი ამ პოსტიდან გადადგა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის გუნდის სუსტი შედეგების გამო. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრესმდივანმა გენადი შვეცმა განაცხადა, რომ ტიაგაჩოვმა ხელი მოაწერა „განცხადებას გადადგომის შესახებ“. ორშაბათს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოუწოდა გადადგომისაკენ რუსი სპორტსმენების ვანკუვერის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის ეს თამაშები ყველაზე ცუდი შედეგით დამთავრდა. რუსეთის გუნდი, მოგროვილი მედლების რაოდენობით, მე-11 ადგილზე გავიდა მთლიანობაში 15 მედლით, რომელთა შორის სულ სამი ოქრო იყო.
XS
SM
MD
LG