Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობა კრიზისიდან გამოსვლისთვის ზომებს იღებს


საბერძნეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის გაყინავს პენსიებს, გააუქმებს ბონუსებს სახელმწიფო დაწესებულებებში და გაზრდის გაყიდვებიდან გადასახადს საწვავზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე ხარჯების დაზოგვის ახალი - 4.8 მილიარდიანი გეგმის ფარგლებში. საბერძნეთის ვალი 300 მილიარდ ევროს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 12.7 პროცენტია, რაც ოთხჯერ აჭარბებს ევროზონაში დაწესებულ ლიმიტს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ”ევროპის სოლიდარობის მოლოდინშია”.
XS
SM
MD
LG