Accessibility links

პენტაგონი ერაყიდან გამოსვლის შენელების საკითხს ჯერ არ განიხილავს


პენტაგონი აცხადებს, რომ ერაყიდან ჯარის გამოყვანის პროცესის შენელების საკითხს ის მხოლოდ ერაყში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში განიხილავს. ერაყში საბრძოლო ოპერაციების დასრულებას აშშ აგვისტოსთვის გეგმავს. აგვისტოს ბოლოსთვის აშშ სამხედროების რაოდენობა 50 ათასამდე შემცირდება. პენტაგონის ეს განცხადება ერაყის ქალაქ ბაყუბაში ტერაქტების განხორციელებას მოჰყვა. ოთხშაბათს ტერაქტების შედეგად სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG