Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გლოვის დღეა


4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო.

მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა - 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი. ერთი მაღაროელი მძიმედ დაშავდა. ამ დრომდე მძიმეა დაშავებული ბესიკ ზოსიაშვილის მდგომარეობა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად დღეს ტყიბულში ექსპერტები ჩავიდნენ. იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ განაცხადა, რომ ტრაგედიის საბოლოო მიზეზს გამოძიება დაადგენს. გუშინ ტყიბულში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი.

მაღარო, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილ კომპანია ”საქნახშირს” ეკუთვნის, მუშაობას მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ განაახლებს.
XS
SM
MD
LG