Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ „იუკოსის“ სარჩელის განხილვა დაიწყო


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ „იუკოსის“ სარჩელის განხილვა. უკვე არარსებული ნავთობკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელები და აქციების მფლობელები მოსკოვს ადანაშაულებენ, ბიზნესიდან კომპანიის ფაქტობრივი გაძევებით, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაში. ისინი, კომპენსაციის სახით, 98 მილიარდ დოლარს ითხოვენ - უდიდეს კომპენსაციას სასამართლოს არსებობის 50-წლიან ისტორიაში. "იუკოსმა", რომელიც ერთ დროს რუსეთში უდიდესი ნავთობკომპანია იყო, 2006 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მას, გადასახადების სახით, რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა მოსთხოვეს. "იუკოსის" ყოფილი მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი რვაწლიან პატიმრობა იხდის თაღლითობასა და გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდებების საფუძველზე. ხოდორკოვსკი და მისი მომხრეები როგორც ირწმუნებიან, "იუკოსის" და მისი მფლობელის წინააღმდეგ მიმართული ზომები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG