Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ


რუსეთის გენერელური პროკურატურის შენობა
რუსეთის გენერელური პროკურატურის შენობა
რუსეთის პროკურატურამ, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას აწარმოებს, კიდევ 3 მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, საუბარია საქართველოს მიერ დაქირავებული მებრძოლებისა და ომის დროს აკრძალული საშუალებების გამოყენებასა და თავდასხმებზე იმ პირებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ. მარკინის თქმით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქართულმა მხარემ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი გამოიყენა და თავს დაესხა რუსეთის სამშვიდობო ძალებს.
XS
SM
MD
LG