Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურამ საქართველოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კიდევ 3 მუხლით აღძრა


რუსეთის პროკურატურამ, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას აწარმოებს, სისხლის სამართლის საქმე კიდევ 3 მუხლით აღძრა. პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, საუბარია საქართველოს მიერ დაქირავებული მებრძოლებისა და ომის დროს აკრძალული საშუალებების გამოყნებასა და თავდასხმებზე იმ პირებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ. მარკინის თქმით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქართულმა მხარემ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი გამოიყენა და თავს დაესხა რუსეთის სამშვიდობო ძალებს.
XS
SM
MD
LG