Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე დუმის სპიკერს შეხვდება


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინ კოსაჩოვის ცნობით, ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში, დუმის სპიკერს ბორის გრიზლოვს შეხვდება. კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ ამაში სენსაციური არაფერია, რადგან რუსეთი საქართველოს სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან კონტაქტს განაგრძობს. ამასთან, ტელეკომპანია ”რუსთავი 2 ” იუწყება, რომ მოსკოვში დაგეგმილია ბურჯანაძის და პრემიერ-მინისტრ პუტინის შეხვედრა, რომელსაც გრიზლოვიც დაესწრება.
XS
SM
MD
LG