Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აშშ-ს აფრთხილებს სომეხთა "გენოციდზე" შესაძლო რეზოლუციის გამო


თურქეთმა აშშ გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მიიღებს რეზოლუციას, რომლითაც „გენოციდად“ აღიარებს პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების დახოცვას, ამან შესაძლოა, ავნოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს უყრიან კენჭს რეზოლუციას, რომელსაც კანონის ძალა არ ექნება. რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, მას გაუგზავნიან წარმომადგენელთა პალატას, სრული შემადგენლობით განსახილველად. თურქი ოფიციალური პირები ვაშინგტონს აფრთხილებენ, რომ რეზოლუციის მიღება ავნებს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას და შესაძლოა, ასევე ავნოს თურქეთსა და სომხეთს შორის დაახლოების პროცესს. თურქეთის მედიის ცნობით, პრეზიდენტი აბდულა გიული გუშინ ტელეფონით ესაუბრა ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას და მას სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა რეზოლუციის დასაბლოკად.
XS
SM
MD
LG