Accessibility links

logo-print

პაკისტანში 30-მდე ექსტრემისტი მოკლეს ავღანეთთან საზღვრის მახლობლად


ოფიციალური პირების ცნობით, პაკისტანის უშიშროების ძალებმა 30-მდე თალიბი მოკლეს მას შემდეგ, რაც მათზე იერიში განხორციელდა ავღანეთთან საზღვრის მახლობლად. ამავე წყაროს ცნობით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი. იერიში დღეს დილას მიიტანეს სამხედრო პოსტზე მოჰმანდის რეგიონში. ის შორს არ არის ბაჯურის რეგიონიდან, რომელიც, როგორც პაკისტანელმა სამხედროებმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადეს, აღარ არის ესქტრემისტების დასაყრდენი მათ წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG