Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ოპოზიციის მომხრეებს აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ აქციაში


გავრცელებული ცნობებით, რუსეთში ოპოზიციის მომხრეებს აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა მორიგ საპროტესტო გამოსვლაში, რომელიც 20 მარტისთვის არის დაგეგმილი ქალაქ კალინინგრადში. იანვარში გამართულ დემონსტრაციაზე კალინინგრადში 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომელთაგან ზოგმა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადადგომა და გუბერნატორების პირდაპირი არჩევნების აღდგენა მოითხოვა. გუბერნატორების პირდაპირი კენჭისყრით არჩევის წესი პუტინის პრეზიდენტობის დროს, 2004 წელს გაუქმდა. იანვრის დემონსტრაციაზე კალინინგრადის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორის გადადგომა მოითხოვეს. რუსეთში ოპოზიცია იმედოვნებს, რომ 20 მარტს ისევ შეძლებს ბევრი დემონსტრანტის შეკრებას. მაგრამ მედია კალინინგრადის მკვიდრთაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება, რომ მოსახლეობას აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში.
XS
SM
MD
LG