Accessibility links

logo-print

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა "გენოციდის" შესახებ


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც „გენოციდად“ აღიარებს პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების დახოცვას. კომიტეტის 23 წევრი მიემხრო რეზოლუციას, რომელსაც კანონის ძალა არ ექნება. მისი წინააღმდეგი კომიტეტის 22 წევრი იყო. რეზოლუციის ახლა სრული შემადგენლობით განსახილველად გაუგზავნიან კონგრესს, სადაც რეზოლუციის გასვლა საეჭვოა. ობამას ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, ნუ მიაყენებს წყენას თურქეთს რეზოლუციის მიღებით.
თურქეთმა, რომელიც ნატოელი, აშშ-ის საკვანძო მოკავშირეა ახლო აღმოსავოეთსა და ავღანეთში, გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მიიღებს რეზოლუციას, ამან შესაძლოა, ავნოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და შესაძლოა, ასევე ავნოს თურქეთსა და სომხეთს შორის დაახლოების პროცესს.
XS
SM
MD
LG