Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: კახა გოგოლაშვილი


კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი
კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი
5 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა რუსეთის ხელისუფლებასთან ქართველ პოლიტიკოსთა ურთიერთობაზე. გოგოლაშვილი თვლის, რომ ასეთი შეხვედრებით რუსეთის ხელისუფლება გარკვეულწილად ცდილობს საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციას - ის აჩვენებს, რომ არსებული ხელისუფლების დროს არა, მაგრამ პერსპექტივაში შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ოკუპაციის ფონზეც. პოლიტოლოგის აზრით, თუკი ოკუპაციის საკითხის მიუღებლობის ხარისხი განელდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ის კიდევ უფრო მეტად დაკარგავს აქტუალურობას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG