Accessibility links

ბაიდენმა საქართველოში არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების სურვილი გამოთქვა


საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ სააკაშვილთან სატელეფონი საუბრისას დაადასტურა - ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. მისივე ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესს და მოახლოებული არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების სურვილი გამოთქვა. ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG