Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბურჯანაძის ვიზიტს დადებითად აფასებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, მოსკოვში გუშინდელი შეხვედრისას სერგეი ლავროვმა და ”ცნობილმა ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ” ნინო ბურჯანაძემ ორი ქვეყნის ამჟამინდელი რთული ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას ითქვა, რომ კრიზისის და დიპლომატიური კავშირის არარსებობის მიუხედავად, ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან რუსეთ-საქართველოს ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია ახალ პირობებში ამიერკავკასიის მშვიდობიანი განვითარებისთვის. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას უკავშირებს საქართველოში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც რეგიონში ამჟამინდელ სიტუაციას რეალისტურად აფასებენ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესისთვის დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.
XS
SM
MD
LG