Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში


დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში, სადაც დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს სერგეი მირონოვს შეხვდება. ხუთშაბათს საღამოს ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრმა პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მიიღეს. დღეს ნინო ბურჯანაძემ ქართულ ტელეკომპანიებს უთხრა, რომ მისი ამოცანაა არა ხმამაღალი განცხადებები, არამედ ნაბიჯების გადადგმა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს და მის ხალხს აწუხებს. ბურჯანაძემ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაული უწოდა. ”შეცდომაა ის, როდესაც ანტირუსული ისტერიით, რეალურად რუსულ საქმეს აკეთებ და კეტავ ყველა გზას იმისათვის, რომ მოლაპარაკებების გზით მოაგვარო პრობლემები, რომელიც შენს ქვეყანას აწუხებს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მოსკოვში მისი ვიზიტი საქართველოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ღალატად შეაფასეს.
XS
SM
MD
LG