Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებას ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა


თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დღეს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოაწყო აფეთქება, რომელიც ორი ავტობუსის წინააღმდეგ იყო მიმართული. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, რვა ადამიანი, დაჭრილია 30-მდე კაცი. რეგიონი, რომელშიც აფეთქება მოეწყო, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. იერიშის შესაძლო მიზეზად მიიჩნევენ დაძაბულობას პაკისტანის სუნიტურ უმრავლესობასა და შიიტებს შორის. ავტობუსებში, რომლების წინააღმდეგაც აფეთქება იყო მიმართული, შიიტები იმყოფებოდნენ. დღევანდელი თავდასხმის მიუხედავად, გამოთქვამენ შეფასებას, რომ ბოლო კვირებში ძალადობამ იკლო ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, რეგიონში რამდენიმე ფართომასშტაბიანი იერიშის შემდეგ.
XS
SM
MD
LG