Accessibility links

სომხეთის განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა სამი აზერბაიჯანელი მოკლეს


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა მოკლეს სამი აზერბაიჯანელი, რომლებიც შეიარაღებული ჯგუფის შემადგენლობაში გადავიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებულმა ჯგუფმა ხუთშაბათს ღამით გადაჭრა საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთში მდებარე ტავუშის რეგიონში, რასაც სომხეთის ჯარების ქმედება მოჰყვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი აზერბაიჯანელი მოკლულ იქნა, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა კი გაქცევა შეძლეს და საზღვარი გადაჭრეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობას შეტაკების შესახებ. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის ფონია ორ ქვეყანას შორის ბოლო თვის განმავლობაში გამწვავებული დაძაბულობა.
XS
SM
MD
LG