Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას შესთავაზა ყაზახეთის, ბელორუსიისა და რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება


რუსეთმა უკრაინას შესთავაზა, გაწევრიანდეს ყაზახეთის, ბელორუსიისა და რუსეთის საბაჟო კავშირში. როგორც იუწყებიან, ამ წინადადებით რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დღეს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე. მანამდე იანუკოვიჩი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებაზე, რაც ერთობლივ განცხადებაშიც ჩაიწერა. ორმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მთავრობებს დაევალოს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკება და უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 2017 წლის შემდეგ დარჩენაზე კონსულტაციების გაგრძელება. 2017 წელს ამოიწურება სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის არენდის ვადა. იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ უკრაინაში უახლოეს მომავალში მიიღებენ კანონებს რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის შესახებ.
XS
SM
MD
LG