Accessibility links

logo-print
რადიოჟურნალ მე-10 სტუდიაში თავდაპირველად შემოგთავაზებთ ინტერვიუს ფრანგ ჟურნალისტ ვენსან ჟოვესთან, რომელიც საფრანგეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დაახლოვების მიზეზებს მიმოიხილავს. შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ძნელად დასაძლევი საქართველოს გზა ეთნიკური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ. გამოვეხმაურებით პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" მეექვსე წლისთავისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს. პროგრამას დაასრულებს სიუჟეტი ფრედერიკ შოპენის შესახებ. როგორც ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს სახელგანთქმული დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი, საჭიროა გადავსინჯოთ შოპენის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება.
XS
SM
MD
LG