Accessibility links

logo-print

ბურჯანაძე: პუტინმა სააკაშვილი გააფრთხილა, რა მოჰყვებოდა აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შეჭრას


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში საქართველოს ჯარების შეყვანის შემთხვევაში, რუსეთი აუცილებლად ჩაერეოდა კონფლიქტში და, საბოლოოდ, აღიარებდა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. რადიო „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2008 წლის აპრილში ის ესწრებოდა საქართველოს ლიდერთან რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ეს გაფრთხილება გამოითქვა. ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ თვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე დაადასტურა ასეთი საუბრის ფაქტი, რაც მასზე ღიად მითითების უფლებას საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც აძლევს. ბურჯანაძის, ამჟამად ოპოზიციური „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერის, განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი მასთან გუშინდელ სუაბარში „გულახდილი“ იყო, რაც ბურჯანაძეს, მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG