Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი ერაყელებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ კვირის არჩევნებში


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ერაყელებს მოწოდა, მონაწილეობა მიიღონ კვირის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც, მისი თქმით, „მორიგი მნიშვნელოვანი“ ნაბიჯია ეროვნული შერიგების მიმართულებით. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა რამდენიმე აფეთქება მოეწყეს, რომლებსაც ათობით ადამინის სიცოცხლე შეეწირა. საქმე ეხება რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნებს ერაყში 2003 წელს სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG