Accessibility links

ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პროექტი ბანკების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ითვალისწინებს


გაეროში დიპლომატების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მორიგი სანქციების პროექტი ითვალისწინებს ირანისთვის უცხოეთში ახალი ბანკების შექმნის გაძნელებას იმისათვის, რომ ირანმა ამ გზით თავი არ აარიდოს აკრძალვებს, რომლებიც ირანის არსებული საფინანსო ინსტიტუტებისთვის არის დაწესებული. დიპლომატების თქმით, პროექტი მოიცავს მოწოდებას „სიფხიზლისაკენ“ ირანის ცენტრალურ ბანკთან მიმართებით და არა მის შეყვანას შავ სიაში, რაც გააძნელებდა ირანში ინვესტირებას. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების სამი წყება აქვს შემოღებული ირანის წინააღმდეგ მისი უარის გამო, შეასრულოს გაეროს მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეჩერების თაობაზე.
XS
SM
MD
LG