Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმება ინიციატივას საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივას, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. პრეზიდენტმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილთან და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღეროს მეშვეობით, რასაც ლორთქიფანიძის ინიციატივა ითვალისწინებს, ყველაზე თანამედროვე მეთოდია, იმავდროულად, დასძინა სააკაშვილმა „უმტკივნეულო და არადამამცირებელი, ასევე უშეცდომო”. ამ ტექნოლოგიის დანერგვისთანავე, პრეზიდენტი ტესტს პირველი ჩაიტარებს და ამისკენ მოუწოდებს პარლამენტის წევრებსაც. პრეზიდენტის განცხადებით, საჯარო სამსახური ნარკოტიკებისგან საბოლოოდ უნდა გაიწმინოს.
XS
SM
MD
LG