Accessibility links

შეერთებულ შტატებში თურქეთის ელჩი სამშობლოში ჩავიდა „გენოციდზე“ რეზოლუციის განსახილველად


აშშ-ში თურქეთის ელჩი ნამიკ ტანი სამშობლოში დაბრუნდა, რათა თურქეთის ლიდერებთან ერთად განიხილოს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც „გენოციდად“ მოიხსენიებენ თურქეთში პირველი მსოფლიო ომის წლებში სომხების დახოცვას. ნამიკ ტანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ის პრეზიდენტ აბდულა გიულს, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმეთ დავუთოღლუს შეხვდება. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელები განიხილავენ, გაიმართება თუ არა ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში სრული შემადგენლობით.
XS
SM
MD
LG