Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „გენოციდზე“ რეზოლუცია დიდ ზიანს მიაყენებს აშშ-თან ურთიერთობას


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც გენოციდად არის შეფასებული თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროის სომეხთა დახოცვა, ზიანს მიაყენებს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას. ერდოანის თქმით, „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილება არ დააზარალებს თურქეთს, მაგრამ ძალიან დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობას, ინტერესებსა და ხედვას. თურქეთი არ იქნება ის, ვინც წააგებს“. ეს განცხადება ერდოანმა თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გააკეთა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ რეზოლუციის მიღებას მოჰყვა ვაშინგტონში თურქეთის ელჩის, ნამიკ ტანის სამშობლოში გამგზავრება, სადაც ის ერდოანს, აგრეთვე პრეზიდენტ აბდულა გიულს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ აჰმეტ დავუთოღლუს ხვდება. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, წარუდგენს თუ არა რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატას სრული შემადგენლობით განსახილველად.
XS
SM
MD
LG