Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განცხადებით, მოკლეს მეამბოხე, რომლის ხელიც ერია რკინიგზაზე შარშან მოწყობილ აფეთქებაში


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ინგუშეთში მოკლეს ექსტრემისტი, რომლის ხელიც ერია გასულ წელს რკინიგზაზე მოწყობილ აფეთქებაში. რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა, როგორ აუწყებს ბორტნიკოვი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს იმის შესახებ, რომ მოკლეს ალექსანდერ ტიხომიროვი. უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის განცხადებით, ტიხომიროვს იცნობდნენ როგორც საიდ ბურიატსკის. ის 7 მეამბოხესთან ერთად მოკლეს გასულ კვირაში მილიციის მიერ ინგუშეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად. ბორტნიკოვის თქმით, არსებობს სამხილები, რომლებიც მიუთითებს ტიხომიროვისა და სხვა მოკლული მეამბოხეების პირდაპირ კავშირზე შარშანდელი ნოემბრის აფეთქებასთან. ამ აფეთქებამ მოსკოვი-სანქტ პეტერბურგის მატარებელში 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG