Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქსნის კოლონიაში ხანძარმა პატიმრის სიცოცხლე შეიწირა


ქსნის კოლონიაში დღეს საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი პატიმარი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, მისი გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პატიმრების ოჯახის წევრები მივიდნენ, ახლობლების შესახებ ინფორმაციის გასაგებად. „ინტერპრესნიუსის ცნობით“, ადგილზე ვითარების გასაცნობად კოლონიაში მივიდნენ აგრეთვე სახალხო დამცველის წარმომადგენლები და დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
XS
SM
MD
LG