Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიაში ამომრჩევლებმა უარყვეს შეთანხმება ბრიტანეთისა და ნიდერლანდის ვალების გასტუმრების შესახებ


ისლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩევლების დიდმა უმრავლესობამ უარყო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ისლანდიის მიერ ბრიტანეთისა და ნიდერლანდისთვის 5,3 მილიარდი დოლარის გადახდას დანაკარგისთვის, რომელიც ისლანდიური ბანკის გაკოტრებას მოჰყვა. შაბათს გამართული რეფერენდუმის შედეგებით, ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტმა უარყო ასეთი გადაწყვეტილება, მომხრე იყო 2 პროცენტზე ნაკლები. რეფერენდუმზე დასმული იყო შეკითხვა, ემხრობა თუ არა ამომრჩეველი შეთანხმებას, რომ ბრიტანეთს და ნიდერლანდს 5,3 მილიარდი დოლარი გადაუხადონ იმ ფულის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ ბრიტანელ და ნიდერლანდელ მოქალაქეებს გადაუხადეს მას შემდეგ, რაც ამ მოქალაქეებმა ფული დაკარგეს 2008 წელს ისლანდიის საინტერნეტო ბანკის, "Icesave" გაკოტრების შედეგად. ასეთ შეთანხმებაზე დათანხმება იყო პირობა ისლანდიის მიერ კრედიტის სახით, მილიარდობით დოლარის მიღებისა საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან და სხვა ქვეყნებისაგან, ისლანდიის მწვავე ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დასახმარებლად. რეფერენდუმზე ისლანდიელების უარის მიზეზია მოსაზრება, რომ ჩვეულებრივი ხალხი არ უნდა დაისაჯოს შეცდომებისთვის, რომლებიც საბანკო სექტორმა დაუშვა.
XS
SM
MD
LG