Accessibility links

logo-print

ვანის რაიონში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


იმერეთში, ვანის რაიონის სოფულ ყუმურში, ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა ექვსი ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც იუწყებიან, ინციდენტი ერთ-ერთ ოჯახში მოხდა წვეულების დროს. აფეთქების მიზეზად დაუდევრობა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ჭურვი, რომლისგანაც განსხვავებული სასმისის დამზადება სცადეს.
XS
SM
MD
LG