Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ევროზონის ქვეყნები საბერძნეთს უნდა დაეხმარონ


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ქვეყნები, რომლებსაც ვალუტად ევრო აქვთ, უნდა დაეხმარონ საბერძნეთს საფინანსო კრიზისის დაძლევაში. სარკოზის შეფასებით, თუ საბერძნეთს დახმარებას არ გაუწევენ, ეს ნიშნავს, რომ ევროს „აზრი არა აქვს“ და რომ ამ ვალუტის შექმნა საერთოდ არ ღირდა. ეს შეფასება სარკოზიმ გუშინ გამოთქვა, ანუ ერთი დღით ადრე პარიზში საბერძნეთის პერმიერ-მინისტრ ჯორჯ პაპანდრეუსთან შეხვედრამდე. პარასკევს პაპანდრეუ გერმანიაში შეხვდა კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც მას გერმანიის პოლიტიკური დახმარება აღუთქვა, მაგრამ არაფერი უთქვამს საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. საბერძნეთის მთავრობა აპირებს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას და გადასახადების გაზრდას, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად და საბერძნეთისადმი საფინანსო ბაზრების ნდობის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG