Accessibility links

logo-print

ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ერაყში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰამდიაჰ ალ-ჰუსეინიმ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ საარჩევნო უბნები დაგეგმილ დროს დაიხურა, თუმცა, არავის გააბრუნებენ უკან, ვინც საარჩევნო უბანთან რიგში იდგა ხმის მისაცემად. 6200-მდე კანდიდატი იბრძოდა 325-ადგილიანი საკანონმდებლო ორგანოს მანდატების მოსაპოვებლად. ერაყის ელექტორატი 19 მილიონამდე ამომრჩევლისაგან შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 38 ადამიანი დაიღუპა აფეთქებებისა და ჭურვებით განხორციელებული იერიშების შედეგად ბაღდადში დღეს დილას, საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ. აფეთქებების შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებიდანაც, თუმცა ცნობებში არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე. ერაყის 18 პროვინციაში ათასობით ერაყელი ჯარისკაცი და პოლიციელია განლაგებული. მათ ამერიკელი ჯარისკაცები უწევენ მხარდაჭერას სააჩრევნო პროცესის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში.
XS
SM
MD
LG