Accessibility links

logo-print

ავღანეთის პოლიცის ცნობით, ათობით მეამბოხე გადავიდა მთავრობის მხარეზე


გავრცელებული ცნობებით, დღეს ავღანეთში ათობით ისლამისტი ექსტრემისტი გადავიდა მთავრობის მხარეზე, მაშინ როცა გრძელდება დაპირისპირება შეიარაღებულ მეამბოხეებს შორის. პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, მეამბოხეების ჯგუფ „ჰეზბ-ი-ისლამის“ 11 სარდალი და მათი 68 მებძროლი ჩაბარდა მთავრობას. ამასობაში, ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში გრძელდება ბრძოლა "ჰეზბ-ი-ისლამის" მეომრებს და თალიბებს შორის . პოლიციის ინფორმაციით, მათ შორის შეტაკებების შედეგად 60-მდე მეამბოხე და 19 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG