Accessibility links

პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოულოდნელად ეწვია ავღანეთის რეგიონს, რომლიდანაც ბოლოხანს განდევნეს თალიბები


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოულოდნელად ეწვია ქალაქ მარჯაჰს - სამხრეთში თალიბანის ყოფილ დასაყრდენს, რომლის წინააღმდეგაც ბოლოხანს მრავალეროვანი ჯარების და ავღანელების მასშტაბური სამხედრო ოპერაცია განხორციელდა. კარზაიმ, რომელსაც ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი ახლდა, სიტყვით მიმართა მარჯაჰის უხუცესებს. მან პირობა დადო, რომ იზრუნებენ უსაფრთხოებაზე თალიბანისაგან ბოლოხანს გათავისუფლებულ რეგიონში, გახსნიან სკოლებს, ააშენებენ გზებსა და საავადმყოფოებს.
XS
SM
MD
LG