Accessibility links

პაკისტანი აცხადებს, რომ აშშ-ს მოქალაქე ალ-ყაიდის წევრი დააკავა


აშშ დაზვერვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცდილობენ გადაამოწმონ პაკისტანიდან გავრცელებული ცნობა პაკისტანის უშიშროების სამსახურის აგენტების მიერ ამერიკაში დაბადებული ალ-ყაიდის წარმომადგენლის დაკავების შესახებ. ადამ გადანს აშშ ხელისუფლება ეძებს. ის ღალატშია ბრალდებული. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ადამ გადანი რამდენიმე დღის წინ კარაჩიში დააკავეს. აშშ ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას. გადანი ალ-ყაიდის მიერ გავრცელებუ ვიდეო-ჩანაწერებში თავდასხმებით ემუქრება აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებს, თუკი ისინი მხედველობაში არ მიიღებენ ალ-ყაიდის მოთხოვნებს. გადანი პირველი ამერიკელია ბოლო 50 წლის მანძილზე, ვისაც ღალატში დასდეს ბრალი და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილთა სიაშია 2004 წლიდან. მისი დაკავების ხელშემწყობი ინფორმაციისთვის მილიონი დოლარი იყო დაწესებული.
XS
SM
MD
LG