Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა 38 ადამიანი დაიღუპა


დღეს დილით, ადგილობრივი დროით 4:32 წუთზე თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 6 ბალი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ ცოტა 38 ადამიანი. მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთში მოხდა. მისი ეპიცენტრი სოფელ ბასიურთის ახლოს იყო. პირველ რყევას შედარებით სუსტი 20-მდე ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4,1 ბალი იყო. ბიძგები იგრძნობოდა თუნჩელიში, ბინგოლსა და დიარბაქირშიც.
XS
SM
MD
LG