Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს ანჯელესში ”ოსკარის” ლაურეატები დაასახელეს


ამერიკის კინო-აკადემიამ ”ოსკარის” ლაურეატები დაასახელა. წლის საუკეთესო ფილმად ერაყის ომის თემაზე გადაღებული კეთრინ ბიგელოუს ”ქარიშხლის მბრძანებელი” (The Hurt Locker) დასახელდა. ამრიგად, ბიგელოუ არის პირველი ქალი-რეჟისორი, ვისაც ”ოსკარი” მიენიჭა. რაც ეხება სხვა ნომინციებში გამარჯვებულებს: მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა ჯეფ ბრიჯესი ალკოჰოლიკი მომღერლის როლის შესრულებისთვის ფილმში ”შეშლილი გული” ("Crazy Heart"). ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა სანდრა ბალოკი დედის როლის შესრულებისთვის ფილმში ”უხილავი მხარე” ("The Blind Side"). მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა ავსტრიელი მსახიობი ქრისტოფერ ვოლცი ფილმისთვის ”უსახელო ნაბიჭვრები” ("Inglourious Basterds"). ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის დაჯილდოვდა მო’ნიკი როლისთვის ფილმში ”ძვირფასი” (”Precious"). საუკეთესო უცხოურ არაინგლისურენოვან ფილმად დასახელდა არგენტინული ფილმი ”თვალების საიდუმლო” ("El Secreto de Sus Ojos”), საუკეთესო საბავშვო-სათავგადასავლო ანიმაციურ ფილმად კი ”მაღლა” ("Up").
XS
SM
MD
LG