Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აქებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა შეაქო ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნები, როგორც დიდი მიღწევა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე. კვირის კენჭისყრაში მილიონობით ამომრჩეველმა მიიღო მონაწილება, ძალადობის საფრთხის მიუხედავად. რაკეტებით, ჭურვებით და ბომბებით მოწყობილი იერიშების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. ერაყის საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. 6200-მდე კანდიდნტი იბრძოდა მანდატებისთვის 325-ადგილიან პარლამენტში. საქმე ეხება რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნებს ერაყში 2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამამ გუშინვე გამოეხმაურა კენჭისყრას და მას ერაყელებისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო ნაბიჯი უწოდა. არჩევნებს მიესალმა ევროკავშირიც. მან შეაქო ერაყელები გაბედულებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.
XS
SM
MD
LG