Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძველი მანქანების უტილიზაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა


რუსეთში ამოქმედდა ძველი ავტომანქანების უტილიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახალი მანქანების გაყიდვის სტიმულირებას ემსახურება. ადგილობრივი ავტომრეწველება მძიმედ დაზარალდა ეკონომიკური დაღმასვლის შედეგად. დღეს ამოქმედებული პროგრამით, რომელიც 1 ნოემბრამდე რჩება ძალაში, მთავრობა ბონუსის სახით აძლევს 50 000 რუბლს იმათ, ვინც ათ წელიწადზე უფრო ძველ მანქანას ჩააბარებს და რუსული წარმოების ახალ ავტომანქანას შეიძენს. სახელმწიფო პროგრამა 11,5 მილიარდი რუბლით ფინანსდება და ხელი უნდა შეუწყოს 200 000 ახალი მანქანის გაყიდვას.
XS
SM
MD
LG