Accessibility links

აშშ თავდაცვის მინისტრი „ძალიან მძიმე დღეებს“ მოელის ავღანეთში თალიბანთან ბრძოლაში


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი დღეს ქაბულში ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღიარა ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში ბოლოდროინდელი წინსვლა, მათ შორის ოპერაცია სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის დასაყრდენის გასაკონტროლებლად. მაგრამ, გეიტსის თქმით, წინ არის „ძალიან მძიმე დღეები“ თალიბანთან ბრძოლაში. მისი შეფასებით, მეტისმეტად ოპტიმისტურად არ უნდა შეფასდეს „გამამხნევებელი ადრეული ნიშნები“. ქაბულში გეიტსი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალს, გენერალ სტენლი მაკკრისტალს ხვდება.
XS
SM
MD
LG