Accessibility links

logo-print

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოს-რუსეთის ავიამიმოსვლის აღდგენას მოითხოვს


“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას მოითხოვს. ”საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის გახსნის შემდეგ, რითიც მხოლოდ რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები სარგებლობენ, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნოს და მუშაობა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად დაიწყოს”, - განაცხადა დღეს პარლამენტის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად მზად არის. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრობლემად ის დაასახელა, რომ მიმოსვლა მოსკოვის ინიციატივით შეწყდა.
XS
SM
MD
LG