Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში, როგორც ჩანს, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება მოხდა დღეს დილას შენობასთან, რომელშიც პოლიცია ექსტრემიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვას აწარმოებს. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდასხმაში პაკისტანელი თალიბების, ან მათი მოკავშირე ექსტრემისტების ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG