Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვით შეირჩევა


პრაიმერის ინიციატორმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის სოციოლოგიური გამოკითხვით შერჩევას პირველ მარტს დათანხმდნენ და დანარჩენი ოპოზიციისგან პასუხს 7 მარტის ჩათვლით ელოდნენ, დღეს შემდგომი მოქმედების გეგმა გამოაქვეყნეს. თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვით შეირჩევა, დედაქალაქსა და რეგიონებში საკრებულოს წევრობის კანდიდატებს კი - პრაიმერი გამოავლენს. გამოკითხვა და პრაიმერი 5-დან 20 აპრილამდე ჩატარდება, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის ვინაობა კი - 9 აპრილს გამოცხადდება. გარდა ამისა, პრაიმერის ინიციატორები 12 მარტიდან თბილისსა და რეგიონებში ერთობლივ საპროტესტო აქციებს და შეხვედრებს დაიწყებენ. პრაიმერის ინიციატორთა განცხადებით, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მათ ინიციატივას 28 მარტამდე შეუერთდნენ.
XS
SM
MD
LG